top of page

ელექტრონული კომერციის შესახებ კანონპროექტის ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი

USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა

2022

„ელექტრონული კომერციის შესახებ“  კანონპროექტის ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზის მიზანია, ელექტრონულ კომერციაში ჩართული მხარეებისთვის ახალი რეფორმით  განპირობებულ ცვლილებეთნ ასოცირებული ხარჯებისა და სარგებლის შედარება.

 

ანალიზმა აჩვენა, რომ „ახალი მარეგულირებელი ჩარჩო ხელს შეუწყობს ქვეყანაში ელექტრონულ კომერციას, მომხმარებელთა უფლებების დაცვას და უზრუნველყოფს დარგის რეგულაციების შესაბამისობას ევროპულ სტანდარტებთან. ამასთან, კანონის აღსრულების შემდეგ მოსალოდნელია, რომ გაიზრდება ელექტრონული კომერციის პლატფორმების საიმედოობა და ადგილობრივი გაყიდვები“.

 

დოკუმენტის მიხედვით, კერძო და საჯარო სექტორზე კანონის ზეგავლენის შესაფასებლად ცალ-ცალკე შეფასდა აღიშნული სექტორების მიერ გამოწვეული ხარჯები, სარგებელი და საბოლოოდ შედეგები. ხარჯებისა და სარგებლის თანაფარდობამ დადებითი შედეგი აჩვენა, ხოლო „ათწლიან პერიოდზე გაანგარიშებით, 6,77%-იანი დისკონტირების განაკვეთით, მოსალოდნელი მარეგულირებელი ცვლილებების წმინდა მიმდინარე ღირებულებამ (NPV) ორივე სექტორისთვის ერთად 783 მლნ ლარი შეადგინა“.


ფაილის გადმოწერა:



ამ პლატფორმის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ, USAID-ის მეშვეობით გაწეული დახმარების შედეგად, პროექტ MediaTOR-ის ფარგლებში. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და Internews საქართველოს მიერ, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით. პლატფორმის ავტორთა მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს USAID-ის ან აშშ-ს მთავრობის პოზიციას.

Logo_combined_GE.PNG
2560px-Policy_institute_logo_black_svg.svg.png
internews.png
back 01.png

თბილისი, 0108, ზანდუკელის ქ. 16

+995 322 507 177

bottom of page