top of page

რეგულირების გავლენის შეფასება დაგროვებით საპენსიო რეფორმაზე

საქართველოს მთავრობა

2018

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს საპენსიო ასაკში მყოფ მოქალაქეთა სოციალური დაცვა და მათი კეთილდღეობის უზრუნველყოფა. ამ საკითხის საპასუხოდ შემოთავაზებული რეფორმა გულისხმობს კლასიკური „მეორე სვეტის“ შემოღებას, რომლის ფარგლებშიც მოხდება წლების განმავლობაში მონაწილის მიერ გამომუშავებული ხელფასის პროპორციული თანხების დაგროვება ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე და მათი პენსიის სახით გაცემა საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ.


მოცემულ დოკუმენტში გაანალიზებულია სტატისტიკური ინფორმაცია, ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული მდგომარეობა და საპენსიო სისტემების წარმატებული თუ წარუმატებელი საერთაშორისო პრაქტიკები. განსაზღვრულია მიზანი და დასახული მიზნების მიღწევისთვის განსახორციელებელი ღონისძიებები. თითოეული ღონისძიებისთვის კი შემუშავებულია შეფასების ინდიკატორი, ასევე, განსაზღვრულია პასუხისმგებელი უწყებები. დასახული მიზნების მისაღწევად განისაზღვრა შემდეგი ალტერნატივები: ალტერნატივა 0: საბაზისო სცენარი - უმოქმედობის ალტერნატივა; ალტერნატივა 1: სისტემაში სავალდებულო წესით ჩაერთვება ყველა დასაქმებული, ხოლო ნებაყოფლობით ნებისმიერი თვითდასაქმებული. მეორე სვეტში კონტრიბუციას ახორციელებს დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო 2% + 2% + 2% მონაწილეობით; ალტერნატივა 2: სისტემაში სავალდებულო წესით ჩაერთვება ყველა დასაქმებული, ხოლო ნებაყოფლობით ნებისმიერი თვითდასაქმებული. მეორე სვეტში კონტრიბუციას ახორციელებს დასაქმებული და სახელმწიფო 2% + 4% მონაწილეობით და ალტერნატივა 3: სისტემაში ჩართვა ნებაყოფლობითია ყველა მოქალაქისთვის. მეორე სვეტში კონტრიბუციას ახორციელებს დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო 2% + 2% + 2%.

ალტერნატივების შედარება მოხდა ხარჯ-სარგებლის და მრავალკრიტერიუმიანი ანალიზის მეთოდით. ანალიზის შედეგად, გამოვლინდა, რომ 40 წლიან პერიოდში მეტი სარგებელი მიიღება პირველი და მეორე ალტერნატივის განხორციელების შემთხვევაში, ხოლო ყველაზე ნაკლები - მე-3 ალტერნატივის პირობებში. მრავალკრიტერიუმიანი ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ ყველაზე მეტად პირველი ალტერნატივის განხორციელებაა მიზანშეწონილი.


დოკუმენტის გადმოწერა:


ამ პლატფორმის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ, USAID-ის მეშვეობით გაწეული დახმარების შედეგად, პროექტ MediaTOR-ის ფარგლებში. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და Internews საქართველოს მიერ, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით. პლატფორმის ავტორთა მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს USAID-ის ან აშშ-ს მთავრობის პოზიციას.

Logo_combined_GE.PNG
2560px-Policy_institute_logo_black_svg.svg.png
internews.png
back 01.png

თბილისი, 0108, ზანდუკელის ქ. 16

+995 322 507 177

bottom of page