top of page

რეგულირების ზეგავლენის შეფასება – ILO-ს 189-ე კონვენცია ოჯახში დასაქმებულების შესახებ

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი

2021

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) კონვენცია ოჯახში დასაქმებულების შესახებ (189) მიზნად ისახავს, ყველასათვის ღირსეული შრომის უზრუნველყოფასა დაოჯახში დასაქმებულთა ფუნდამენტური უფლებების დაცვას. ILO-ის 189-ე კონვენციასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია გადამწვეტი მნიშვნელობის საკითხია ოჯახში დასაქმებულთათვის, განსაკუთრებით ქალებისთვის, რადგან ოჯახში დასაქმებულთა უმეტესობას სწორედ ქალები წარმოადგენენ.


კვლევის თანხმად, მთავრობის მიერ მიღებული ზომების ზოგად მიზანს ოჯახში დასაქმებულთათვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა უნდა წარმოადგენდეს. ამ ზოგად მიზანთან კი რამდენიმე კონკრეტული მიზანია დაკავშირებული: 1. ოჯახში დასაქმებულთა ძალაუფლების გაზრდა მოლაპარაკებაში; 2.ძალადობისა და ექსპლუატაციის რისკების შემცირება ოჯახში დასაქმებულთათვის; 3.ოჯახში დასაქმებულთა უზრუნველყოფა სოციალური სარგებლითა დაუსაფრთხოებით; 4. ოჯახში დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლება მათიუფლებების შესახებ. შესაბამისად, კვლევაში შედარებულია შემდეგი სამი პოლიტიკის ალტერნატივა: პოლიტიკის ალტერნატივა 0: უმოქმედობის სცენარი – შრომის კოდექსი ღიად არ ფარავს ოჯახში დასაქმებულებს; პოლიტიკის ალტერნატივა 1: მარეგულირებელი ცვლილება – ოჯახში დასაქმების აღიარება შრომითი ურთიერთობის ერთ-ერთ ფორმად; პოლიტიკის ალტერნატივა 2: არამარეგულირებელი ცვლილება – ოჯახში დასაქმებულთა წახალისება არაფორმალური/ფორმალური ასოციაციების შესაქმნელად და ოჯახში დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლება საკუთარ უფლებებზე; პოლიტიკის ალტერნატივა 3: გარდამავალი ალტერნატივა – თავდაპირველად ოჯახში დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლება და ორი წლის შემდეგ – მარეგულირებელი ცვლილება. კვლევის თანახმად, ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტია მე-3 ალტერნატივა - მარეგულირებელ ზომებზე ეტაპობრივი გადასვლა, ვინაიდან საზოგადოება უფრო მომზადებულია ამგვარი ვარიანტისთვის და ამავდროულად, იგი უზრუნველყოფს არსებული რისკების მინიმიზაციას.


დოკუმენტის გადმოწერა:



ამ პლატფორმის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ, USAID-ის მეშვეობით გაწეული დახმარების შედეგად, პროექტ MediaTOR-ის ფარგლებში. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და Internews საქართველოს მიერ, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით. პლატფორმის ავტორთა მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს USAID-ის ან აშშ-ს მთავრობის პოზიციას.

Logo_combined_GE.PNG
2560px-Policy_institute_logo_black_svg.svg.png
internews.png
back 01.png

თბილისი, 0108, ზანდუკელის ქ. 16

+995 322 507 177

bottom of page