top of page

რეგულირების ზეგავლენის შეფასება - ტექნიკური დახმარება საქართველოს მთავრობას ენერგოეფექტურობის კანონის შემუშავებაში

E Co Ltd, ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო, Economic Consulting
Associates

2019

რეგულირების ზეგავლენის შეფასება შეეხება ენერგოეფექტურობის ახალ ძირითად კანონს, რომელიც ემსახურება ევროკავშირის 2012/27/EU დირექტივის (“ენერგოეფექტურობის დირექტივა”) მოთხოვნების გადმოტანას საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობაში, ენერგეტიკული გაერთიანების შეთანხმების ხელმომწერი მხარეებისათვის შეტანილი ცვლილებებით გათვალისწინებით. რეგულირების ზემოქმედების შეფასების დოკუმენტში განხილულია ისეთი საკვანძო ვარიანტები, როგორიცაა: ვალდებულების ჩარჩოები, თავსებადობა მუხლ 5-თან (ცენტრალური ხელისუფლების შენობები), თავსებადობა მუხლ 7-თან (ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემები და ალტერნატიული ღონისძებები), და მუხლი 20-ის განხორციელების გზა (ენერგოეფექტურობის ფონდი, მისი დაფინანსება და ტექნიკური მხარდაჭერა).


ენერგოეფექტურობის მარეგულირებელი მოქმედი საკანონმდებლო ბაზასა და ენერგოეფექტურობის დირექტივის მოთხოვნებს შორის მნიშვნელოვანი შეუსაბამობების გამო, მიზანშეწონილად ჩაითვალა ახალი კანონის შემუშავება, ნაცვლად არსებულ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანისა. დადგინდა, რომ ენერგოეფექტურობის შესახებ კანონი შეესაბამება 2012/27/EU დირექტივის რეგულირების არეალს.


დოკუმენტის გადმოწერა:


ამ პლატფორმის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ, USAID-ის მეშვეობით გაწეული დახმარების შედეგად, პროექტ MediaTOR-ის ფარგლებში. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და Internews საქართველოს მიერ, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით. პლატფორმის ავტორთა მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს USAID-ის ან აშშ-ს მთავრობის პოზიციას.

Logo_combined_GE.PNG
2560px-Policy_institute_logo_black_svg.svg.png
internews.png
back 01.png

თბილისი, 0108, ზანდუკელის ქ. 16

+995 322 507 177

bottom of page