top of page

რეგულირების ზეგავლენის შეფასება C156 - კონვენცია საოჯახო პასუხისმგებლობის მქონე დასაქმებულების შესახებ

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი

2021

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა (ISET-PI), გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, განახორციელა რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA) ორ ნაწილად - პერსპექტივების შესასწავლად და პოლიტიკის დიალოგის ორგანიზებისთვის - შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) საოჯახო პასუხისმგებლობის მქონე დასაქმებულთა 156-ე კონვენციის შესაძლო რატიფიცირების მიზნით. 156-ე კონვენციის მიხედვით „საოჯახო პასუხისმგებლობის მქონე დასაქმებულის“ განმარტება ორგვარია და მოიცავს: 1. პასუხისმგებლობას ერთი ან მეტი დამოკიდებული ბავშვის მიმართ 2. პასუხისმგებლობას სხვა უახლოესი ოჯახის წევრების მიმართ.


ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა მოკვლევა დაიწყო 156-ე კონვენციის დეტალური განხილვით. რეგულირების ზეგავლენის შეფასების გუნდმა სამართლებრივი ექსპერტის დახმარებით სამართლებრივი ხარვეზების ანალიზისათვის საქართველოს კანონმდებლობა შეადარა შრომის საერთაშორისო კონვენციას და ევროპულ დირექტივებს. ასევე მიმოიხილა როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ლიტერატურა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ანალიზის დროს დამატებით გამოაშკარავდა რამდენიმე სამართლებრივი ხარვეზი. ამ ანალიზის საფუძველზე რეგულირების ზეგავლენის შეფასების გუნდმა გამოავლინა პოტენციური პოლიტიკის ქმედებები, რომლებიც უნდა განხორციელდეს ქვეყანაში კონვენციის რატიფიცირებისთვის მზადყოფნის უზრუნველსაყოფად. ეს ქმედებებია: 1. „საოჯახო პასუხისმგებლობების მქონე დასაქმებულების“ ცნების განმარტების შემუშავება; 2. საოჯახო პასუხისმგებლობებთან დაკავშირებული შვებულების შემოღება, არადისკრიმინაციული მიდგომა; 3. საოჯახო პასუხისმგებლობის მქონე დასაქმებულთა საჭიროებების ინტეგრირება სათემო დაგეგმარებისა დაპროფესიული განათლების მეშვეობით; 4. საოჯახო პასუხისმგებლობებისთვის შვებულების შემდეგ სამსახურში დაბრუნებისა და სამსახურიდან გათავისუფლებისგან დაცვის გარანტირებული უფლების შემოღება.


დოკუმენტის II ნაწილი წარმოადგენს RIA-ს პოტენციურ ვარიანტებს მოქნილ სამუშაო მოწყობასთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს ქართულ კონტექსტში. ანალიზის შედეგად ორი ძირითადი ამოცანა გამოიკვეთა: 1. გარკვეული კატეგორიის მქონე დასაქმებულების (მაგ. მცირეწლოვანი ბავშვების მშობლები) უფლებების გავრცელება საოჯახო პასუხისმგებლობის მქონე ყველა დასაქმებულზე, რათა ისარგებლონ მოქნილი სამუშაო პირობებით; 2. საოჯახო პასუხისმგებლობების მქონე დასაქმებულებისთვის მოქნილი სამუშაო პირობებით მუშაობის უფლების, მათი მინიჭებისა და მათ მიერ კომპანიებისთვის, ეკონომიკასა და სო­ციალური კეთილდღეობისთვის შექმნილი სარგებლის შესახებ, ცნობიერების ზრდა (აქცენტით დასაქმებულებზე დადამსაქმებლებზე). ანალიზი იძლევა იმის ვარაუდის შესაძლებლობას, რომ რეფორმის გატარება უფრო მიზანშეწონილია, ვიდრე საბაზისო სცენარის დატოვება, თუ აქცენტი კეთდება ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებასა და საოჯახო პასუხისმგებლობების მქონე დასაქმებულების უფლებების დაცვაზე. შემოთავაზებული რეფორმის სასარგებლოდ არსებობს შემდეგი არგუმენტებიც: ეკონომიკაზე მოსალოდნელი პოტენციური დადებითი ზეგავლენა (სამუშაო ძალაში ჩართულობის, დასაქმების დონისა და მშპ-ს ზრდა).


დოკუმენტის გადმოწერა:



ამ პლატფორმის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ, USAID-ის მეშვეობით გაწეული დახმარების შედეგად, პროექტ MediaTOR-ის ფარგლებში. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და Internews საქართველოს მიერ, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით. პლატფორმის ავტორთა მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს USAID-ის ან აშშ-ს მთავრობის პოზიციას.

Logo_combined_GE.PNG
2560px-Policy_institute_logo_black_svg.svg.png
internews.png
back 01.png

თბილისი, 0108, ზანდუკელის ქ. 16

+995 322 507 177

bottom of page