top of page

საქართველოს ახალი სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსის ზემოქმედების შეფასება

ფრაის ვოთერჰაუს კუპერს (PwC), პოლიტიკისა და მართვის საკონსულტაციო ჯგუფი (PMCG)

2016

2010 წელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ დაიწყო საქართველოს სივრცითი მოწყობის და მშენებლობის ახალ კოდექსზე მუშაობა. ახალი კოდექსის მიზანი იყო სამშენებლო სექტორში არსებული პრობლემების აღმოფხვრა, სივრცითი და ურბანული დაგეგმარებისა და ასევე მშენებლობის მარეგულირებელი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია და დაახლოება ევროკავშირისა და საერთაშორისო სტანდარტებთან.


შეფასებამ აჩვენა, რომ სივრცითი მოწყობისა და მშენებელობის ახალი კოდექსი სარგებლობას მოუტანდა ზოგადად ეკონომიკას. თუმცა აღნიშნული დამოკიდებული იქნებოდა ცენტრალური და ადგილობრივი მარეგულირებელი ორგანოების მიერ კოდექსის პროექტის ეფექტურ იმპლემენტაციაზე და მშენებლობის ფასების მოსალოდნელი ზრდის მართვაზე გარკვეული საზღვრების ფარგლებში. ანალიზმა აჩვენა კოდექსის პროექტის იმპლემენტაციის ზედმიწევნით დაგეგმვის საჭიროება. ამასთანავე, გამოიკვეთა, რომ საჭიროა საქართველოს მთავრობის მიერ მონიტორინგის განხორციელება: 1) ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან იმპლემენტაციის პროცესის წარმართვაზე; 2) ახალი კოდექსის წარმართვის მიმართ ბაზრის რეაქციაზე, რათა მოხდეს ჩარევა, იმ შემთხვევაში თუ ფასები გადააჭარბებს მისაღებ დონეს.



დოკუმენტის გადმოწერა:


ამ პლატფორმის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ, USAID-ის მეშვეობით გაწეული დახმარების შედეგად, პროექტ MediaTOR-ის ფარგლებში. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და Internews საქართველოს მიერ, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით. პლატფორმის ავტორთა მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს USAID-ის ან აშშ-ს მთავრობის პოზიციას.

Logo_combined_GE.PNG
2560px-Policy_institute_logo_black_svg.svg.png
internews.png
back 01.png

თბილისი, 0108, ზანდუკელის ქ. 16

+995 322 507 177

bottom of page