top of page

საქართველოს მოსავლის დაზღვევის რეფორმის რეგულირების ზეგავლენის შეფასება

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი

2015

საქართველოს მთავრობის სურვილი იყო, შეექმნა სოფლის მეურნეობის სადაზღვევო პროგრამა, რომელიც მოემსახურებოდა შემდეგ მიზნებს: შექმნიდა სოფლის მეურნეობის სადაზღვევო ბაზარს საქართველოში, მხარს დაუჭერდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებასა და კონკურენტუნარიანობის ზრდას ფერმერებში და მხარს დაუჭერდა სოფლის მეურნეობაში ჩართული ადამიანების შემოსავლების ზრდას რისკების მინიმიზაციით. კვლევამ დაასკვნა, რომ აღნიშნული ბაზარი გარკვეული სირთულეების წინაშე იდგა. პირველ რიგში, რეგულაციების ჩარჩო ბაზრისთვის არ იყო ჩამოყალიბებული. ასევე, ფერმებისა და ამინდის შესახებ მონაცემებზე ხელმისაწვდომობა ლიმიტირებული იყო, რაც ხელს უშლიდა სადაზღვეო სერვისების შექმნას. გარდა ამისა, ქართველ ფერმერებს არ აქვთ საკმარისი გამოცდილება სადაზღვეო პროდუქტების მოხმარებისა, არ აქვთ მათი გამოყენების სტიმულები. შესაბამისად, ბაზარზე ჩარევის გარეშე, სადაზღვევო ბაზარს გაუჭირდება სოციალურად ოპტიმალურ დონეზე ოპერირება.


კვლევაში გაანალიზებულია პოლიტიკის ორი ალტერნატივა:

  • 1-ლი ვარიანტი, სტატუს-ქვო: სახელმწიფო აგრძელებს არსებულ საპილოტე პროგრამებს სასოფლო-სამეურნეო დაზღვევასთან დაკავშირებით.

  • მე-2 ვარიანტი: სახელმწიფო ქმნის ეროვნულ სოფლის მეურნეობის რისკების მართვის სააგენტოს - კერძო-საჯარო პარტნიორობას, სადაც დაზღვევის სქემის მართვა განაწილებული იქნება სახელმწიფო და საჯარო აქტორებს შორის.


შედარებითი ანალიზის თანახმად, მე-2 ვარიანტი უპირატესია სტატუს-ქვოზე. საჯარო-კერძო პარტნიორობის შექმნა ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის დაზღვევის ბაზრის გრძელვადიან განვითარებას საქართველოში. თუმცა, ეს სცენარი წარმატებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე მხარეები მზად იქნებიან, იმუშაონ გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად.


დოკუმენტის გადმოწერა:


ამ პლატფორმის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ, USAID-ის მეშვეობით გაწეული დახმარების შედეგად, პროექტ MediaTOR-ის ფარგლებში. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და Internews საქართველოს მიერ, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით. პლატფორმის ავტორთა მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს USAID-ის ან აშშ-ს მთავრობის პოზიციას.

Logo_combined_GE.PNG
2560px-Policy_institute_logo_black_svg.svg.png
internews.png
back 01.png

თბილისი, 0108, ზანდუკელის ქ. 16

+995 322 507 177

bottom of page