top of page

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ კანონის რეტროსპეტული შეფასება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფოს შიდა კონტროლის დეპარტამენტი, პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფი (PMCG), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

2018

დოკუმენტის თანახმად, "წინამდებარე ანგარიში ასახავს “სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 თავით განსაზღვრული ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის იმპლემენტაციის რეტროსპექტულ ანალიზს. სისტემის კომპონენტების იმპლემენტაციის პროცესის შეფასებისა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, ჩატარდა კონსულტაციები დაინტერესებულ მხარეებთან; დამუშავდა კითხვარების გზით მიღებული მონაცემები; გაანალიზდა რელევანტური შეფასების ანგარიშები; გაანალიზდა კანონის თავსებადობა სხვა რეგულაციებთან და დღის წესრიგი 2030-ის მიზნებთან და პრინციპებთან. ანალიზის შედეგად გამოიკვეთა ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის იმპლემენტაციის პროცესის ხელშემშლელი ფაქტორები, როგორებიცაა პოლიტიკური ნების არასაკმარისი დონე, მენეჯერთა მიმღებლობისა და მზაობის სიმცირე იკისრონ კანონით განსაზღვრული ვალდებულებები, ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემასთან დაკავშირებული ცნობიერების დაბალი დონე.

 

არსებული მდგომარეობის შეფასებისა და გამოვლენილი პრობლემების გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირების საფუძველზე შემუშავებულ იქნა რეკომენდაციები. მიზანშეწონილია, კანონის იმპლემენტაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, მისი პრინციპების ინტეგრაცია „აქტიურ“ კანონებთან, რომელთაც აქტიურად ეცნობიან საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები; მნიშვნელოვანია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის (შემდგომში - ჰარმონიზაციის ცენტრი) შესაძლებლობების გაზრდა ადამიანური რესურსების გაზრდის გზით, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს მენეჯერთა მეტი სიხშირით მომზადება-გადამზადებას. ასევე, მნიშვნელოვანია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშებში აქცენტები გაკეთდეს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის მდგომარეობაზე."


დოკუმენტის გადმოწერა:



ამ პლატფორმის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ, USAID-ის მეშვეობით გაწეული დახმარების შედეგად, პროექტ MediaTOR-ის ფარგლებში. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და Internews საქართველოს მიერ, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით. პლატფორმის ავტორთა მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს USAID-ის ან აშშ-ს მთავრობის პოზიციას.

Logo_combined_GE.PNG
2560px-Policy_institute_logo_black_svg.svg.png
internews.png
back 01.png

თბილისი, 0108, ზანდუკელის ქ. 16

+995 322 507 177

bottom of page