top of page

ფარმაცევტულ სექტორში კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP) რეგულირების ზეგავლენის შეფასება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

2022

ანგარიშში შეფასებული და გაანალიზებულია ფარმაცევტულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკა ქვეყანაში კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP) შემოღების და დანერგვის თვალსაზრისით.  კვლევის პროცესში შესწავლილია ფარმაცევტულ სექტორში არსებული მდგომარეობა. ანგარიშში გაანალიზებულია ორი ალტერნატიული პოლიტიკა, რომლებიც სხვადასხვა ფორმით უზრუნველყოფენ დასახული მიზნების მიღწევას. ორივე ალტერნატივა შეფასდა ე.წ. ნულოვან სცენართან მიმართებით, რომელიც პოლიტიკაში ჩაურევლობას გულისხმობს.


პირველი ალტერნატივით შეფასდა რეფორმა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ფარმაცევტული ინდუსტრიის სფეროში კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP) და კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის (GDP) დანერგვას, ასევე, ნაციონალური ინსპექტორატის ჩამოყალიბებას და ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის შექმნას. მეორე ალტერნატივა პირველი სცენარის ანალოგიურია, თუმცა დამატებთ ითვალისწინებს GMP სტანდარტის შემოღებას იმპორტირებულ პროდუქციაზე. თითოეულ ალტერნატივაზე ჩატარდა ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი 10 წლიან პერიოდზე. გამოიკვეთა საზოგადოების, ბიზნესისათვის შესაბამისობის დანახარჯი და სახელმწიფოს მოსალოდნელი ხარჯები. მრავალკრიტერიუმიანი ანალიზის მიხედვით შეფასდა ალტერნატივების სოციალურ და ბუნებრივ გარემოზე ზეგავლენა, ასევე, ეფექტიანობა და ზოგადი ეკონომიკური ზეგავლენა, მათ შორის კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა, როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტიორი კომპანიებისთვის.


დოკუმენტის გადმოწერა:


ამ პლატფორმის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ, USAID-ის მეშვეობით გაწეული დახმარების შედეგად, პროექტ MediaTOR-ის ფარგლებში. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და Internews საქართველოს მიერ, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით. პლატფორმის ავტორთა მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს USAID-ის ან აშშ-ს მთავრობის პოზიციას.

Logo_combined_GE.PNG
2560px-Policy_institute_logo_black_svg.svg.png
internews.png
back 01.png

თბილისი, 0108, ზანდუკელის ქ. 16

+995 322 507 177

bottom of page