top of page

ქარსაფარი ზოლების შესახებ საქართველოს კანონის პროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA)

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი

2019

ანალიზში განხილულია შემდეგი ალტერნატივები: ალტერნატივა 0 - არსებული მდგომარეობა უცვლელია, ალტერნატივა 1 - ფერმერებისა და მუნიციპალიტეტის მიერ ქარსაფარი ზოლების კერძო-საჯარო მფლობელობა და მართვა, ალტერნატივა 2 - მუნიციპალიტეტების მიერ ქარსაფარი ზოლების საჯარო მფლობელობა და მართვა, ალტერნატივა 3 - ახლად დაფუძნებული სახელმწიფო სააგენტოს (ერთეულის) მიერ ქარსაფარი ზოლების საჯარო მფლობელობა და მართვა.


ანალიზი აჩვენებს, რომ ალტერნატივა 1 უპირატესია ხარჯ-სარგებლიანობის კუთხით. სხვა კრიტერიუმებთან შედარებისას ჩანს, რომ ალტერნატივა 1 სძლევს ვარიანტებს 2 და 3 იმიტომ, რომ ის უკეთ აკმაყოფილებს ნიადაგის ეროზიის პროცესების შემცირებასთან, სასოფლო-სამეურნეო მოსავლის ზრდასთან, სისტემურ ეფექტურობასთან, ინტერესთა შემსუბუქებულ კონფლიქტსა და რისკების მინიმუმამდე დაყვანასთან დაკავშირებულ კრიტერიუმებს.


ქარსაფარი ზოლების საჭიროება უდავოა, მაგრამ არსებობს მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომელიც უკავშირდება კანონპროექტის განხორციელებას. ეს გამოწვევები ანალიზში განხილულ ყველა სამივე ალტერნატივაში შედარებით თანაბრადაა წარმოდგენილი. მათ გარდა, მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ გამოწვევათაგან ყველაზე მნიშვნელოვანი - სახელმწიფო ბიუჯეტის რესურსების სიმწირე. ეს გამოწვევა შეიძლება გადაილახოს დონორის სახსრების (მაგ. გლობალური გარემოს დაცვის ფონდი) მოზიდვით ქარსაფარი ზოლების მართვისა და რეაბილიტაციისათვის.


დოკუმენტის გადმოწერა:



ამ პლატფორმის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ, USAID-ის მეშვეობით გაწეული დახმარების შედეგად, პროექტ MediaTOR-ის ფარგლებში. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და Internews საქართველოს მიერ, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით. პლატფორმის ავტორთა მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს USAID-ის ან აშშ-ს მთავრობის პოზიციას.

Logo_combined_GE.PNG
2560px-Policy_institute_logo_black_svg.svg.png
internews.png
back 01.png

თბილისი, 0108, ზანდუკელის ქ. 16

+995 322 507 177

bottom of page