top of page

“ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის გენდერული ზეგავლენის ანალიზი

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი

2020

შეფასების ფარგლებში განხილულ იქნა შვიდი ძირითადი მიმართულება: (1) მოსახლეობის ფიზიკური აქტივობა; (2) სკოლამდელი ფიზიკური აღზრდა; (3) სპორტი და ფიზიკური აღზრდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში; (4) საუნივერსიტეტო სპორტი; (5) მაღალი მიღწევების სპორტი; (6) გენდერული სტერეოტიპები სპორტში და მედია გაშუქება; (7) გენდერული ასპექტების გათვალისწინება ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებისას.


გენდერული ზეგავლენის ანალიზმა გამოავლინა, რომ სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებისა და გადაწყვეტილებების მიღებისას ნაკლებად არის გათვალისწინებული გენდერული ასპექტები. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ პოლიტიკის შემუშავების პროცესში ქალები და კაცები არ არიან თანაბრად ჩართულნი. გარდა ამისა, სპორტის სფეროში ქალებსა და მამაკაცებზე გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების გენდერული ანალიზი ცხადყოფს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უდიდესი წილი მიდის კაცებით დომინირებული სპორტის სახეობების დაფინანსებაზე, ხოლო სხვადასხვა პროგრამებისთვის გამოყოფილი ხარჯები და შესაბამისი ინდიკატორები მეტწილად არ ითვალისწინებენ გენდერულ ასპექტებს. ამასთან, სპორტის პოლიტიკის დოკუმენტების ანალიზმა აჩვენა, რომ ხშირ შემთხვევაში ფიზიკურ განათლებასა და სპორტში არ არის გათვალისწინებული სამართლიანობისა და ჩართულობის კომპონენტი, და არაფერია ნათქვამი გენდერულ საკითხებზე. შესაბამისად, მოსალოდნელი შედეგები ძირითადად არ არის განხილული გენდერულ ჭრილში. სპორტის პოლიტიკის დოკუმენტები არ მოიცავს დაფინანსების ისეთ მექანიზმებს, რომლებიც უზრუნველყოფენ რესურსების იმგვარად გადანაწილებას, რომ სპორტის სფეროში ხელი შეეწყოს გენდერულ თანასწორობას, ქალებისა და მამაკაცების ფინანსურ რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობასა და გენდერული სამართლიანობის პრინციპების დაცვას. შესაბამისად, გენდერული ზეგავლენის შეფასების სამუშაო ჯგუფი მიიჩნევს, რომ „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონის პროექტმა უფრო კონკრეტულად უნდა უპასუხოს გამოვლენილ გენდერულ გამოწვევებს.


დოკუმენტის გადმოწერა:


ამ პლატფორმის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ, USAID-ის მეშვეობით გაწეული დახმარების შედეგად, პროექტ MediaTOR-ის ფარგლებში. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და Internews საქართველოს მიერ, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით. პლატფორმის ავტორთა მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს USAID-ის ან აშშ-ს მთავრობის პოზიციას.

Logo_combined_GE.PNG
2560px-Policy_institute_logo_black_svg.svg.png
internews.png
back 01.png

თბილისი, 0108, ზანდუკელის ქ. 16

+995 322 507 177

bottom of page