top of page

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის გავლენის შეფასების შეჯამება

USAID-ის ენერგეტიკული პროექტი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

2019

დოკუმენტის შექმნის დროისათვის საქართველოს ელექტროენერგეტიკის სექტორი რეგულირდებოდა „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით, რომელიც 1997 წელს დამტკიცდა. 2017 წლის აპრილში ენერგეტიკული გაერთიანებასთან მიერთების შეთანხმების რატიფიცირების შემდეგ საქართველომ ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზრის რეგულაციებსა და ენერგეტიკული გაერთიანების წევრ ქვეყნებთან უფრო მჭიდროდ დაახლოების ვალდებულება იკისრა. განსახილველი კანონპროექტი აყალიბებს საქართველოსთვის შესაფერის ადგილობრივ საკანონმდებლო ბაზას, რათა ევროკავშირის დირექტივები და გადაწყვეტილებები განხორციელდეს მიზანმიმართულად და საუკეთესო გზით.


შეფასების ფარგლებში შესწავლილია ორი ალტერნატივის მოსალოდნელი გავლენა: 1) ჩვეულებრივი ბიზნესის სცენარის (BAU) მიხედვით, თუ შენარჩუნდება არსებული კანონმდებლობა და მარეგულირებელი დებულებები, და 2) თუ დამტკიცდება ენერგეტიკის ახალი კანონი (NEL სცენარი). თითოეული ვარიანტის შესაფასებლად გამოყენებულია მომსახურების ღირებულების სტანდარტული მიდგომა.


ანალიზის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი სატარიფო ტენდენციები: BAU სცენარის შემთხვევაში, საფასურის გაზრდა ყოველწლიურად დაახლოებით ერთი პროცენტით არის მოსალოდნელი, როდესაც NEL სცენარის შემთხვევაში გადასახადი ყოველწლიურად ერთი პროცენტით დაიკლებს. აღსანიშნავია, რომ NEL სცენარის განვითარების შემთხვევაში, მასში შესული იქნება ყველა ცვლადი ფაქტორების შედეგები (გარდა NEL- სცენარის კაპიტალური ხარჯებისა) რაც გავლენას იქონიებს შემდგომში საცალო ტარიფებზე.


ასევე აღსანიშნავია, რომ ახალი კანონის მიღება დაეხმარება მოწყვლად მომხმარებლებს, რადგან ის განსაზღვრავს მოწყვლადი მომხმარებლების მხარდაჭერის ახალ სქემას და მათი დაცვის ახალ მექანიზმებს.



დოკუმენტის გადმოწერა:


ამ პლატფორმის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ, USAID-ის მეშვეობით გაწეული დახმარების შედეგად, პროექტ MediaTOR-ის ფარგლებში. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და Internews საქართველოს მიერ, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით. პლატფორმის ავტორთა მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს USAID-ის ან აშშ-ს მთავრობის პოზიციას.

Logo_combined_GE.PNG
2560px-Policy_institute_logo_black_svg.svg.png
internews.png
back 01.png

თბილისი, 0108, ზანდუკელის ქ. 16

+995 322 507 177

bottom of page