top of page

„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტის რეგულირების გავლენის შეფასება

ქეთი გუჯარაიძე, დავით მაისურაძე, ირაკლი შაკიაშვილი, ჯაბა გველებიანი, ანა ხურციძე, ნატა სტურუა, გაიოზ ჯაფარიძე, ლიანა ახობაძე, RIA-ს ანგარიშის სამუშაო ჯგუფი

2019

მომხმარებელთა უფლებების კანონით დაცვის ვალდებულება 1995 წელს საქართველოს კონსტიტუციით იქნა აღიარებული; რამდენიმე თვეში კი - 1996 წელს - მიღებულ იქნა კანონიც “მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“. ეს კანონი, 16 წლის შემდეგ, 2012 წელს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მიღებით გაუქმდა. მოგვიანებით, რიგი მიზეზებიდან გამომდინარე გაჩნდა ახალი კანონის საჭიროება.


2013 წელს, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა დაიწყო მომხმარებელთა დაცვის სფეროში ახალ ე.წ. „ჩარჩო-კანონის“ შექმნაზე მუშაობა.

2016 წლის დასასრულს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-ს განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით (G4G - „მმართველობა განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში) და უცხოელი სპეციალისტის ექსპერტული დახმარებით შემუშავებული „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტის RIA. 2017 წელს კი, არჩევნების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ახალმა შემადგენლობამ განაახლა მუშაობა კანონპროექტზე.


შეფასების მიხედვით გამოყოფილია ხუთი ძირითადი პრობლემური საკითხი:

  • უსამართლო კომერციული პრაქტიკა (კონკრეტულად, აგრესიული რეკლამა და მოწყვლადი მომხმარებლის კონცეფცია);

  • მოვაჭრის მიერ მომხმარებლის ინფორმირების ვალდებულება;

  • სარეწის გარეთ დადებულ და დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებასთან დაკავშირებული ვადები;

  • საქონლის ხელშეკრულებასთან შეუსაბამობის დროს, მომხმარებლის მიერ კანონპროექტით მინიჭებული უფლებების გამოყენების ვადა;

  • აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები (კერძოდ, მომხმარებელთა ჯგუფის უფლებების დარღვევისას (კოლექტიური ინტერესებისთვის ზიანის მიყენებისას) კანონის აღსრულება და ადმინისტრაციული ჯარიმები).


დოკუმენტში შეფასებულია თითოეული ამ პრობლემის მოგვარების ალტერნატიული გზების დადებითი და უარყოფითი მხარეეები და ამის საფუძველზე გაცემულია რეკომენდაციები.


დოკუმენტის გადმოწერა:


ამ პლატფორმის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ, USAID-ის მეშვეობით გაწეული დახმარების შედეგად, პროექტ MediaTOR-ის ფარგლებში. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და Internews საქართველოს მიერ, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით. პლატფორმის ავტორთა მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს USAID-ის ან აშშ-ს მთავრობის პოზიციას.

Logo_combined_GE.PNG
2560px-Policy_institute_logo_black_svg.svg.png
internews.png
back 01.png

თბილისი, 0108, ზანდუკელის ქ. 16

+995 322 507 177

bottom of page