top of page

„სეკურიტიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი

USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა

2023

აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს „სეკურიტიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზს და ეფუძნება სიმულაციურ მოდელს, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ფინანსური სისტემის სხვადასხვა დაინტერესებული მხარის პერსპექტივებს. ანგარიში ყურადღებას ამახვილებს, რომ მოსალოდნელია ადმინისტრაციული ხარჯების უმნიშვნელო მატება, თუმცა, მოდელის შედეგებისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ  არსებული მოდელი არ წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის ფისკალურ ხარჯებს, რეფორმის მარეგულირებელი ხარჯები უმნიშვნელოა.

ხარჯ-სარგებლიანობის შედეგები აჩვენებს, რომ ფასიანი ქაღალდების შემოღება საქართველოს საფინანსო სისტემაში გამოიწვევს საპროცენტო განაკვეთების მნიშვნელოვან შემცირებას დიდი ლიკვიდობის გამო, რაც გამოიწვევს საპროცენტო განაკვეთის დაახლოებით ერთი პროცენტული პუნქტით შემცირებას.

 

დოკუმენტის მიხედვით, 10 წლიან პერიოდში ხარჯისა და სარგებლის წმინდა მიმდინარე ღირებულება NPVარის  9.3 მილიარდ ლარზე ნაკლებია, რაც მოიცავს შეფასების პერიოდის შემდეგ დარჩენილი ფასიანი ქაღალდების ღირებულებას, ხოლო იგივე შედეგი დარჩენილი აქტივების გარეშე შეადგენს 2.5 მილიარდ ლარს. საერთო ჯამში, ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზის შედეგები მიუთითებს, რომ სეკურიტიზაცია შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი საქართველოს ბაზარზე.


ფაილის გადმოწერა:



ამ პლატფორმის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ, USAID-ის მეშვეობით გაწეული დახმარების შედეგად, პროექტ MediaTOR-ის ფარგლებში. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და Internews საქართველოს მიერ, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით. პლატფორმის ავტორთა მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს USAID-ის ან აშშ-ს მთავრობის პოზიციას.

Logo_combined_GE.PNG
2560px-Policy_institute_logo_black_svg.svg.png
internews.png
back 01.png

თბილისი, 0108, ზანდუკელის ქ. 16

+995 322 507 177

bottom of page