top of page

„სოციალური ჭრის“ რეფორმის რეგულირების გავლენის შეფასება

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი და საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი

2018

საქართველოში, ტყის სექტორში სათბობად გამოყენებული საშეშე მერქნის მოპოვებაზე, მოსახლეობისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების ნაწილის სათბობი რესურსით უზრუნველსაყოფად გამოიყენება ე.წ. “სოციალური ჭრის პრაქტიკა“. აღნიშნული გულისხმობს მოსახლეობისთვის დაბალ ფასად ხე-ტყის ჭრაზე ლიცენზიის გაცემას. „სოციალურ ჭრასთან“ დაკავშირებული უმთავრესი პრობლემა ისაა, რომ ამ პრაქტიკის პირობებში ტყე არ იმართება მდგრადად. შედეგად ზიანდება გარემო და მნიშვნელოვნად იზრდება უარყოფითი ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ფაქტორების წარმოშობის რისკები.


წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს რეგულირების ზეგავლენის შეფასებას საქართველოში „სოციალური ჭრის პოლიტიკის“ შესახებ. საბაზისო სცენართან მიმართებით, რეგულირების ზეგავლენის შეფასებაში წარმოდეგნილია ოთხი ალტერნატივა:


  • „სტატუს-კვო“ - არსებული პოლიტიკური მოცემულობა უცვლელი რჩება;

  • ალტერნატივა 1: საჯარო სამართლის იურიდიული პირის (სსიპ) დაარსება, რომელიც საკუთარი ძალებით მოიპოვებს, დაასაწყობებს მოსახლეობისთვის მარტივად მისაწვდომ ადგილზე და გასცემს მერქნულ რესურსებს. გარდა ზემოხსენებულისა, აღნიშნულ დაწესებულებას ექნება მართვისა და კონტროლის უფლებამოსილება;

  • ალტერნატივა 1*: საჯარო სამართლის იურიდიული პირის (სსიპ) დაარსების პარალელურად ალტერნატიული საწვავის გამოყენების ხელშემწყობი პოლიტიკის გატარება;

  • ალტერნატივა 2: სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (შპს) დაარსება, რომელიც საკუთარი ძალებით მოიპოვებს, დაასაწყობებს მოსახლეობისთვის მარტივად მისაწვდომ ადგილზე და გასცემს მერქნულ რესურსებს. გარდა ზემოხსენებულისა, აღნიშნულ დაწესებულებას ექნება კონტროლის უფლებამოსილება;

  • ალტერნატივა 2*: სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი შპს-ის დაარსების პარალელურად ალტერნატიული საწვავის გამოყენების ხელშემწყობი პოლიტიკის გატარება.


ხარჯთსარგებლიანობის ანალიზი განხორციელდა 5-წლიანი პერიოდისათვის და აჩვენა, რომ საბაზისო სცენართან მიმართებაში ყველა ალტერნატივა უპირატესია. საუკეთესო შედეგს გვაძლევს „ალტერნატივა 2*“ და „ალტერნატივა 2“.


დოკუმენტის გადმოწერა:


ამ პლატფორმის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ, USAID-ის მეშვეობით გაწეული დახმარების შედეგად, პროექტ MediaTOR-ის ფარგლებში. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და Internews საქართველოს მიერ, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით. პლატფორმის ავტორთა მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს USAID-ის ან აშშ-ს მთავრობის პოზიციას.

Logo_combined_GE.PNG
2560px-Policy_institute_logo_black_svg.svg.png
internews.png
back 01.png

თბილისი, 0108, ზანდუკელის ქ. 16

+995 322 507 177

bottom of page