top of page

„ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასება

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი, საქართველოს პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტი

2019

არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და კონტროლის მიზნით, 2017 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა სტრატეგია, რომელშიც მოსახლეობის დაბალი ფიზიკური აქტივობა მიჩნეულია ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად და პრობლემად. რეფორმის ძირითად მიზნად განისაზღვრა მოსახლეობაში არაგადამდები დაავადებების შემცირებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის მდგომარეობის გაუმჯობესება. ასევე რეფორმა მოიცავდა ქვემიზნებს: მოსახლეობის ფიზიკური აქტივობის და მასობრივ სპორტში ჩართულობის ზრდა; მოსახლეობის ფიზიკური აქტივობისათვის ხელშემწყობი გარემოს უზრუნველყოფა; არგადამდები დაავადებების შემცირება მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებში.


რეგულირების გავლენის შეფასებამ, რომელიც აანალიზებდა ამ რეფორმით გათვალისწინებული მიზნების საპასუხოდ შექმნილ კანონპროექტს, შემდეგი დასკვნა გააკეთა: წარმოდგენილი კანონპროექტი ვერ უწყობს ხელს რეფორმის მიზნების მიღწევას. ამ ალტერნატივის ეფექტიანობა მოსახლეობის ფიზიკური აქტივობის ზრდაზე, სპორტული ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობასა და არაგადამდები დაავადებების შემცირებაზე უმნიშვნელოა. შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ამ ალტერნატივის არაეფექტიანობა განპირობებულია იმით, რომ კანონპროექტის შემუშავების დროს, არ იყო გათვალისწინებული და შეფასებული მისი შესაძლო გავლენა მასობრივი სპორტის განვითარებასა და მოსახლეობის ფიზიკური აქტივობის ზრდაზე. რეგულირების ზეგავლენის შეფასებაზე მომუშავე ჯგუფის შეფასებით, აღნიშნული კანონმდებლობის აღსრულება დაკავშირებულია გარკვეულ რისკებთან და ვერ მოახდენს მნიშვნელოვან ზეგავლენას მოსახლეობის ფიზიკურ აქტივობასა და სპორტში ჩართულობის ზრდის მიმართულებით.


დოკუმენტის გადმოწერა:


ამ პლატფორმის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ, USAID-ის მეშვეობით გაწეული დახმარების შედეგად, პროექტ MediaTOR-ის ფარგლებში. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და Internews საქართველოს მიერ, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით. პლატფორმის ავტორთა მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს USAID-ის ან აშშ-ს მთავრობის პოზიციას.

Logo_combined_GE.PNG
2560px-Policy_institute_logo_black_svg.svg.png
internews.png
back 01.png

თბილისი, 0108, ზანდუკელის ქ. 16

+995 322 507 177

bottom of page