top of page

უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდები: მთავარი მახასიათებლები და განვითარების შესაძლებლობები საქართველოში

საქართველოს ეროვნული ბანკი

2021

დოკუმენტის პირველი ნაწილი ეთმობა საერთაშორისო ბაზრების ანალიზს და უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდების მთავარი მახასიათებლების გაცნობას. ხოლო მეორე ნაწილში მიმოხილულია საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი და უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდების განვითარების შესაძლებლობები. დოკუმენტის თანახმად, უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდი არის ფონდის მსგავსი სტრუქტურა, რომელიც ინვესტორთა შედარებით ფართო სპექტრს აძლევს შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღონ უძრავი ქონების ტრადიციულ სეგმენტებში, როგორიცაა ოფისები, სავაჭრო ცენტრები, სასტუმროები, საცხოვრებელი საკუთრება, ჯანდაცვა და სხვა.


გარკვეული ფაქტორების ერთობლიობა საინტერესო საშუალოვადიან შესაძლებლობებს ქმნის საქართველოში უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდების განვითარებისთვის:

  • უკანასკნელი რამდენიმე წლის მანძილზე უძრავი ქონების სექტორმა მნიშვნელოვან მასშტაბს მიაღწია, ხოლო „ფასების ბუშტის“ რისკი დაბალია;

  • არსებული სექტორული განაწილება ხელს უწყობს ოპტიმალური პორტფელების შექმნას, ციკლური და ნაკლებად ციკლური სექტორებისაგან;

  • საჭირო ინფრასტრუქტურა, მათ შორის საკუთრების მართვის სერვისები საკმაოდ განვითარებულია;

  • უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდებმა შესაძლოა გააჩინოს დაფინანსებისა და გასვლის (exit) საინტერესო ალტერნატივები კომერციული უძრავი ქონების მფლობელებისთვის;

  • უძრავი ქონება უმჯობესი და ტრადიციული აქტივების კლასია რეგიონულ ინვესტორებს შორის. უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდებმა შესაძლოა გააუმჯობესოს უძრავი ქონების ფლობის დივერსიფიკაცია;

  • ინსტიტუციურ ინვესტორთა ფართომასშტაბიანი და მზარდი ბაზა (პენსია/დაზღვევა) განვითარების შესაძლებლობებს ზრდის;

  • უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდებმა შესაძლოა ხელი შეუწყონ გარკვეული სექტორების, მაგალითად, სოფლის მეურნეობის, განვითარებას. პროფესიონალი საკუთრების მმართველების ჩართვითა და მიწის გაზიარებული ფლობის დაშვებით, ასეთმა სტრუქტურებმა შესაძლოა ხელი შეუწყოს ფრაგმენტირებული სასოფლო-სამეურნეო მიწების გაერთიანებასა და მეტად პროდუქტიულ გამოყენებას.


დოკუმენტის გადმოწერა:



bottom of page