USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა
2021
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი ნატალია ბერუაშვილი და ბიზნესის რეაბილიტაციისა და გადახდისუუნარობის პროქტიკოსთა ასოციაციის თავმჯდომარე ნანა ამისულაშვილი გადახდისუუნარობის სისტემის რეფორმაზე საუბრობენ. ინტერვიუს რეჟიმში წარმართული საუბრის ფარგლებში ნანა ამისულაშვილმა, გადახდისუუნარობის რეფორმის ჩემპიონმა, განიხილა თუ რამ განაპირობა მისი მნიშვნელოვანი როლი რეფორმის ადვოკატირებაში და რა გახდა მისი მოტივაციის წყარო. ამას გარდა, საუბრისას ხაზი გაესვა რეფორმის ძირითად ეტაპებს და თითოეული ეტაპის თანმდევ წარმატებებსა თუ გამოწვევებს. დაბოლოს, ნანა ამისულაშვილმა მიმოიხილა ახალი საკანონმდებლო ჩარჩოს შედარებითი უპირატესობები და განსაკუთრებულ ბენეფიტები კერძო სექტორისთვის პოსტპანდემიურ რეალობაში.
შეხვედრის ჩანაწერი: