top of page

საწარმოთა COVID-19-ის შემდგომი გამოკითხვა

მსოფლიო ბანკი

2020

დოკუმენტი აჯამებს მსოფლიო ბანკის მიერ COVID-19-ის შემდგომ ჩატარებული ბიზნესების გამოკითხვის შედეგებს საქართველოსთვის. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს იმ ბიზნესების წარმომადგენლებმა, რომლებიც გამოიკითხნენ მსოფლიო ბანკის საწარმოთა სტანდარტულ 2020 წლის გამოკითხვაში, რომელიც პანდემიამდე ჩატარდა. COVID-19-ის შემდგომ იგივე ბიზნესები ორჯერ, 2020 წლის ივნისსა და ოქტომბერ-ნოემბერში გამოიკითხნენ.


გამოკითხული ფირმების 3.9% იყო პანდემიის დაწყებიდან დადასტურებულად ან სავარაუდოდ დახურული, მათ შორის დახურული მცირე ბიზნესების წილი ყველაზე მაღალი იყო (5.4%). გარდა ამისა, 2020 წლის ოქტომბერ-ნოემბრის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გამოკითხული ფირმების გაყიდვებმა, საშუალოდ, 29%-ით დაიკლო, ხოლო კვირის განმავლობაში სამუშაო საათები გამოკითხული ფირმების 37%-მა შეამცირა.


2020 წლის ოქტომბერ-ნოემბრის მდგომარეობით, გამოკითხული ფირმების 46%-ს შეექმნა ლიკვიდურობასთან დაკავშირებული პრობლემები და გადასახადები კორონავირუსის გავრცელების გამო ერთ კვირაზე დიდი დროით დააგვიანა. გამოკითხული ფირმების 51%-ს 2020 წლის ოქტომბერ-ნოემბრისთვის მიღებული ჰქონდა ან ელოდა სამთავრობო დახმარებას.


გამოკითხული ბიზნესების შემთხვევაში სრულ განაკვეთზე დასაქმებულ ქალთა წილი, პანდემიამდელ რეალობასთან შედარებით, 3.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. გამოკითხული ფირმები პროგნოზირებდნენ, რომ გაყიდვების ნორმალურ მოცულობასთან დასაბრუნებლად 3 თვე იყო საჭირო.


დოკუმენტის გადმოწერა:


bottom of page