სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
2020
აღნიშნული ანგარიში შეეხება ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის საქმიანობის სხვადასხვა განზომილებას, მათ შორის: სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია, აუქციონები, უძრავ-მოძრავი ქონების მართვა-განკარგვა და სააგენტოს წვლილი სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამაში. ანგარიში ასევე მიმოიხილავს სახელმწიფო საწარმოების ოპტიმიზაცია-მინიმიზაციის პროცესის მიმდინარეობას. დოკუმენტის თანახმად, 2020 წელს სახელმწიფო საწარმოების მინიმიზაციის მიმართულებით შემდეგი სამუშაო ჩატარდა: დასრულდა 3 საწარმოს გაკოტრების საქმისწარმოება, გასხვისდა 1 საწარმო და მართვის უფლებით გადაცემულია 7. გაკოტრებული საწარმოების 2/3 თბილისში მდებარეობს, ხოლო დანარჩენი რეგიონებში. მათგან განსხვავებით, მართვის უფლებით გადაცემული საწარმოებიდან ყველა თბილისშია განთავსებული. აუქციონის ფორმით გასხვისდა ერთადერთი სახელმწიფო საწარმო 35 000 ლარად.
დოკუმენტის გადმოწერა: