top of page

ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

2021

დოკუმენტის თანახმად, პანდემიის უარყოფითმა ეფექტებმა მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია სახელმწიფო საწარმოების ფუნქციონირებას. სახელმწიფო საწარმოები კვლავ ფისკალური რისკების მნიშვენლოვანი წყაროა. სექტორის დანაკარგმა 2020 წელს 1 მილიარდ ლარზე მეტი შეადგინა. ასევე მნიშვენლოვანი იყო საერთო ზარალში შემავალი კურსთაშორისი სხვაობიდან წარმოქმნილი ზარალი, რომელიც 623 მილიონ ლარს გაუტოლდა. დოკუმენტი იძლევა რეკომენდაციას, გაიზარდოს ვალის პორტფელში ეროვნული ვალუტის წილი. დოკუმენტის თანახმად, განხორციელდა სახელმწიფო საწარმოთა სექტორიზაცია მათი სახელმწიფო კორპორაციებსა და სამთავრობო სექტორზე მიკუთვნების გზით. ამით ცალსახად მოხერხდა საწარმოთა საჭიროებების გამოვლენა (მათი ნაწილი მუდმივ სუბსიდიებს საჭიროებს და არაკომერციულია, ხოლო ნაწილი კომერციულია ან გააჩნია მისი პოტენციალი).


დოკუმენტში ასევე დეტალურადაა განხილული სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის სტრაგეგია და ძირითადი პრინციპები. სტრატეგია ხუთ ძირითად სვეტს მოიცავს: კომერციული მიზნები, კორპორაციული მართვა, ფლობის პოლიტიკა, საქმიანობის ჩარჩო და კონკურენტული ნეიტრალურობა, რომლებიც საერთაშორისო პრაქტიკის საფუძველზეა შემუშავებული და იმეორებს საუკეთესო ევროპულ სტანდარტებს. აღნიშნული სვეტები ეხება საწარმოთა მიერ გამოშვებული საქონლისა და განხორციელებული მომსახურების ხარისხს, რისკის ლიმიტებს, კორპორაციულ პასუხიმსგებლობას დასაქმებულებისა და მომხმარებლების, ასევე საზოგადოების მიმართ; აქციონერების მიერ საწარმოს შესახებ ინფორმაციის დროულ წვდომასა და საწარმოს მართვის ძირითად პრინციპებს, საწარმოს ფლობის ძირითად უფლებებსა და ფუნქციებს ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან; საწარმოების ოპერირების სფეროს, ამოცანებს, ფინანსურ მიზნებს, ბიზნეს გეგმის შემუშავებას და წვდომას კაპიტალსა და ლიკვიდურობაზე.


დოკუმენტი მოიცავს სახელმწიფო საწარმოთა კორპორაციული მართვის პრაქტიკის ანგარიშსაც. ასევე, რეპორტში აღწერილია 6 ძირითადი სახელმწიფო საწარმოს სენსიტიურობის ანალიზი 5 მაკროეკონომიკური სცენარის პერსპექტივიდან.


დოკუმენტის გადმოწერა:


bottom of page